weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლელა ქებურია „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი იქნება

18:00 კვირა, 09 ივლისი 2017

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად პარლამენტის წევრი ლელა ქებურია დაასახელა. ქებურია პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე წარადგინა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანი პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერებაა.

„საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ქალაქში, ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის მატარებელ ქალაქში, ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება ლელა ქებურია“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ლელა ქებურია 2015 წლიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის“ თავმჯდომარე იყო. 2016 წელს ის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა. ლელა ქებურიამ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა წევრებთან ერთად 2017 წლის იანვარში დატოვა და პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი გახდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა. არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]