weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შუალედური არჩევნები შედგა და შედეგები ლეგიტიმურია – ზურაბიშვილი

16:11 სამშაბათი, 21 მაისი 2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, 19 მაისის „შუალედური არჩევნები შედგა, შედეგები ლეგიტიმურია და ეს არის მთავარი“. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დემოკრატიის მაჩვენებელია ასევე არჩევნების შედეგების აღიარებაც. 

„რაც, ალბათ, აუცილებლად უნდა შევახსენოთ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს და რაც ასე კარგად გამოჩნდა უკრაინაში, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას სხვა, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, არჩევნების პროცესში იყო ცალკეული ხარვეზები და დარღვევები, თუმცა ეს შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

„მეორეს მხრივ ის საკითხებია, რაზეც შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იმუშაონ და შემდეგი არჩევნებისთვის მოამზადონ ამ პრობლემების გადაწყვეტის ინსტრუმენტები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]