weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი და ოპოზიცია ე.წ. არჩევნების გადატანაზე შეთანხმდნენ

10:51 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად 26 აგვისტოს გაიმართება. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ოპოზიციამ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმში საპროტესტო აქციებს მართავდა, მიიღო დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ეს წინადადება.

20 მაისს, ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობის წინ აქციაზე გამოვიდნენ და დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შემოდგომამდე გადავადება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ ბჟანია, რომელიც კენჭისყრას აპირებს, საავადმყოფოში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ე.წ. პარლამენტმა არჩევნების თარიღის გადატანაზე უარი თქვა, ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციების დაწყება გამოაცხადა. ასლან ბჟანიას მხარდამჭერებმა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომაც მოითხოვეს.

18 აპრილს დეპუტატი ასლან ბჟანია მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ბჟანია მოწამლეს, რადგან მისი დაცვის წევრსაც ავადმყოფობის იგივე სიმპტომები ჰქონდა.

2 მაისს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 16 მაისს ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა, ოპოზიციამ კი მოითხოვა, რომ დეპუტატის და მისი დაცვის თანამშრომლების მოწამვლის ვერსიაზე გამოძიება დაიწყოს.

ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წელსაც იყრიდა კენჭს და თითქმის 36%-იანი მხარდამჭერის მოპოვება შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]