weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს, შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია – კობახიძე

11:10 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძისნაირი დეპუტატები ბევრია.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში კახაძე გაიმარჯვებს, თუმცა, როგორც მან თქვა, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება სრული მობილიზება.

„კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს.​ შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში. ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ძალიან ცოტა გვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

19 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნებში 50%-ზე მეტი ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ – 36.83%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]