ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში კახაძე გაიმარჯვებს, თუმცა, როგორც მან თქვა, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება სრული მობილიზება.
„კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს. შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში. ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ძალიან ცოტა გვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
19 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნებში 50%-ზე მეტი ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ – 36.83%.