„ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ზაფხულში. ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდეზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე; იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი ხელისუფლების ბირთვი იქნებიან. მიხეილ სააკაშვილმა მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, სკოლაში სუს-ის აგენტების ჩანერგვა არ სცადოს.
„ბორია, თავს ნუ შეიწუხებს იქ სუს-ის აგენტების ჩანერგვით, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება.
ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციების წასაკითხად, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის. ახლა გაჩერების დრო არ არის, ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებ. 2013 წელს ცხვარიჭამიაში გვქონდა ასეთივე სკოლა, მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის, ამჯერად ეს არ იქნება პარტიული სკოლა“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.