weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყვარელში შევქმნით სკოლას, თითოეულ აპლიკანტს სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ – სააკაშვილი

16:21 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ყვარელში ახალგაზრდული სკოლის შექმნას გეგმავს, რომლის მონაწილეებთან ერთად ოლიგარქთან ბრძოლის სტრატეგიას გამოაყალიბებს. სააკაშვილის თქმით, თითოეულ აპლიკანტს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ, რის შედეგადაც სკოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) აგენტების მოხვედრა გამორიცხული იქნება.

„ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ზაფხულში. ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდეზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე; იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი ხელისუფლების ბირთვი იქნებიან. მიხეილ სააკაშვილმა მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, სკოლაში სუს-ის აგენტების ჩანერგვა არ სცადოს.

ბორია, თავს ნუ შეიწუხებს იქ სუს-ის აგენტების ჩანერგვით, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება.

ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციების წასაკითხად, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის. ახლა გაჩერების დრო არ არის, ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებ. 2013 წელს ცხვარიჭამიაში გვქონდა ასეთივე სკოლა, მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის, ამჯერად ეს არ იქნება პარტიული სკოლა“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]