„ქეთევან სორდიას ვესტუმრე და მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ის ძალიან თბილი ქალბატონია და სურს მისმა შვილმა, გიორგიმ, განვითარებულ და წარმატებულ ზუგდიდში იცხოვროს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
19 მაისს, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების დღეს, ქეთევან სორდიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორს, ნიკა გვარამია შორის დაპირისპირება მოხდა. სორდიამ გვარამია ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.