weather cur horoscope tv
სექტემბერი 16, 2019

ჩვენი პოზიციაა, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამუშაოები არ უნდა მიმდინარეობდეს – დარსალია

14:47 შაბათი, 25 მაისი 2019 hits 225

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელის, ლაშა დარსალიას განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისია მუშაობას არ დაასრულებს.

დარსალიამ პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციამ დელიმიტაციის კომისიის სხდომაზე, რომელიც ბაქოში 23 და 24 მაისს გაიმართა, სამონასტრო კომპლექსთან მიმდინარე სამუშაოებზე განმარტებები მოითხოვა.

„საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მოვითხოვეთ განმარტებები სამონასტრო კომპლექსის მახლობლად სხვადასხვა საკითხთან თუ სამუშაოსთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის ზოლის გასწვრივ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა ნაბიჯების გადადგმა, არ უნდა ხდებოდეს სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას. ამაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანულ მხარესთან“, – აღნიშნა დარსალიამ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის ერთი მესამედი არის შესათანხმებელი.

„საზღვრის ორი მესამედი არის შეთანხმებული 1996 წლიდან, ერთი მესამედი კი არის შესათანხმებელი. რამდენიმე რთული მონაკვეთია, რომელზეც მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, ჯერ შეჯერებული პოზიციები არ არის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, დელიმიტაციის კომისიის მორიგი სხდომა თბილისში ერთი თვის ვადაში გაიმართება, მანამდე კი საექსპერტო ჯგუფები უშუალოდ ადგილზე იმუშავებენ და საველე სამუშაოებს ჩაატარებენ.

 

ამ თემაზე:

დავითგარეჯას მიმდებარედ მძიმე ტექნიკა დაამატეს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]