weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსული დროშების გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

15:02 კვირა, 26 მაისი 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიიღო დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში გამართულ ფესტივალზე რუსეთის დროშების გამოჩენის გამო.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, ღონისძიების ორგანიზატორი განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მინისტრს ეკისრება.

„ეს ჩემთვის სამწუხარო ფაქტია. პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო. შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რუსული დროშები ბათუმის ქუჩებში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქუჩის მსვლელობის დროს გამოჩნდა. ფესტივალის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ ბანერი წარწერით – RUSSIA. განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ ბავშვთა ფესტივალია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]