„მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოების წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა და მიუხედავად იმისა, რომ იქ მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და რომ არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ეხლა დასვით, რომ მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან.
23 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავდა მობილიზებული და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზა გაჰყავდა. დავით გარეჯის მამათა მონატრის არქიმანდრიტმა კირიონმაც დაადასტურა, რომ ადგილზე სამი ბულდოზერი მუშაობდა და სამანქანო გზა გაჰყავდა. გუშინ არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ სამუშაოები კი არ შეწყდა, არამდე დასრულდა, რადგან ტექნიკა წინ ვეღარ წაიწევდა.