საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მილოცვაში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა“.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის სადემილიტაციო ერთობლივმა კომისიამ მუშაობა დროულად განაახლა.
„ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.