weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

18:11 ორშაბათი, 27 მაისი 2019

მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მეორე ტურში მონაწილეობას შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“) მიიღებენ.

ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა სულ 15 022-მა ამომრჩეველმა მიიღო. აქედან შალვა შავგულიძე ხმა 5 422-მა ამომრჩეველმა (36.84%) მისცა, ხოლო ვლადიმერ კახაძემ - 6 036 ამომრჩეველმა (41.01%).

მეორე ტურის ჩასატარებლად 402 673 ლარია განსაზღვრული

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]