weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთი იქნება ყველაზე წარმატებული რეგიონი – პრემიერი

13:00 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

„ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ინკლუზიური ზრდა – ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მე დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული რეგიონი ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომელიც წინანდალში გაიმართა.

ბახტაძის თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გრაფიკით მიმდინარეობს. მან პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა, შეინარჩუნონ ეს ტემპი, „რომ კახეთში ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება მალე განვითარდეს“.

„ეს კუთხე უნიკალური ისტორიის მატარებელია. ბევრი კულტურული ძეგლი, რითაც თითოეული ქართველი ამაყობს, სწორედ კახეთშია და ბუნებრივია, ამ ნაწილში ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. მე მიხარია, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც კახეთის რეგიონში დავგეგმეთ, გრაფიკით მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ სწორედ ეს ტემპია შესანარჩუნებელი, რომ კახეთში ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება დროულად განვავითაროთ, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ამ ულამაზეს კუთხეში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია 2020 წლის ზაფხულამდე დასრულდება.

„ეს კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს ამ ულამაზეს კუთხეში. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება, არ ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულება განვავითაროთ.

ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ინკლუზიური ზრდა – ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მე დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული რეგიონი ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად.

შარშან ჩვენ გვქონდა კონკრეტული შედეგი, ვინაიდან ეს იყოს ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და იმედი მაქვს, შემდეგი წლები იქნება კიდევ უფრო წარმატებული“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომავლო, საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა კახეთის რეგიონისთვის. მათივე ცნობით, ფორუმში მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]