„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირი არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
28 მაისს, უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს 2017 წელს ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგაც სააკაშვილი კიევში დაბრუნდა.