weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ხვალ წარდგება

17:51 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფი ხვალ, 21:00 საათზე, გუდიაშვილის მოედანზე წარადგენს.

გუდიაშვილის მოედანზე ღონისძიების გამართვა ელისაშვილმა 6 ივლისს დაანონსა, მეორე დღეს კი მოედნის მიმდებარად თბილისის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

„სამი წელია, არავინ მოსულა და წინა ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც დავადასტურე და ვთქვი, რომ სამშაბათს, 11 ივლისს, ვაპირებდი და ვაპირებ აქ თავის წარდგენას, მეორე დღეს მოვარდნენ და ნახეთ, რამდენი ტექნიკაა, რამდენი მუშაა. სამ ცვლაში მუშაობენ, ღამეც არ ჩერდებიან, აგებენ გზას, გადადიან ყირაზე. ეს ძალიან არასერიოზულია და ეს არის სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სახე“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოების დაწყება ალეკო ელისაშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას არ უკავშირებდა.

„გუდიაშვილზე თბილისის განვითარების ფონდი წინამოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა, რაც დასრულდა და ახლა კეთილმოწყობის კომპონენტი დაიწყო. ელისაშვილის წარდგენასთან მიმდინარე სამუშაოები რაიმე კავშირში არ არის“, - განაცხადა ნარმანიამ.

ამ დროისთვის ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია. „ქართულმა ოცნებამ“ თავის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ზაალ უდუმაშვილი, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ - ელენე ხოშტარია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]