weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ – ბახტაძე

15:46 პარასკევი, 31 მაისი 2019

„წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ“, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, ყველაფერი, რაც საქართველოში ან გლობალურად ხდება, დაუკავშიროს ბიძინა ივანიშვილს.

„აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა. მერამდენედ მოვდივარ პარლამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერაც მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე“, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მეორე - მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ, რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]