weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

15:53 პარასკევი, 31 მაისი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვისა და ბრალადების მხარის შეთანხმება გაითვალისწინა და კირკიტაძეს ორწლიან პირობითი სასჯელი შეუფარდა.

დღეს გამართულ პროცესზე კირკიტაძემ ბრალი აღიარა და პოლიციელებს ბოდიში მოუხადა.

დავით კირკიტაძე 2018 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იყო. ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის 17 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურამ კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]