weather cur horoscope tv
დეკემბერი 31, 2024

რაჭაში ახალ სკოლებს ავაშენებთ – ბახტაძე

15:16 კვირა, 02 ივნისი 2019

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მას, ვინც იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლები, შევუქმნათ შესაძლებლობები, დაბრუნდეს საკუთარ ულამაზეს კუთხეში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც დღეს რაჭაში იმყოფებოდა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ონსა და ამბროლაურში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს.

„სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააცოცხლებს ამ რეგიონს. ფაქტობრივად უკვე დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მოიცავს წყალმომარაგების პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება წელს“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რაჭა ეროვნულ იდეას - განათლებას შეუერთდა, რაც, მისივე სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ. ჩვენ მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ავაშენებთ ახალ სკოლებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი ინფორმაციით, რაჭაში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: „უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს მხოლოდ დასაწყისია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]