აგვისტო 23, 2019
weather cur horoscope tv

გუბერნატორების მიერ 2 წელში გავლილი მანძილი დედამიწის გარშემო 2-ჯერ შემოვლის ტოლია – IDFI

12:53 სამშაბათი, 04 ივნისი 2019 hits 308

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა. IDFI-ს თანახმად, 2017-2018 წლებში გუბერნატორები არაგონივრულად დიდი ოდენობით საწვავს ითვისებდნენ.

კვლევის მიხედვით, 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მიერ საწვავის რაციონალურ მოხმარებას ეჭვქვეშ აყენებს ადმინისტრაციებიდან მიღებული მონაცემები, რომელიც გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების გავლილი მანძილის კილომეტრაჟს ასახავს. კერძოდ, IDFI-ის თანახმად, 7 გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. გუბერნატორები 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს 54.7 ათას კილომეტრს.

„2017 წელს ყველაზე მეტი კილომეტრაჟი აღრიცხულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ავტომობილზე – 68 ათასი კილომეტრი, ხოლო ყველაზე ცოტა ქვემო ქართლის – 39 ათასი კილომეტრი.

2018 წელს ყველაზე დიდი მანძილი დაფარა სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის ავტომობილმა 67.6 ათასი კილომეტრი, ხოლო ყველაზე მცირე ქვემო ქართლის – 44.6 ათასი კილომეტრი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკვატორის სიგრძე 40 ათასი კილომეტრია, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას“, – აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები, საშუალოდ, ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით, დაახლოებით 150 კილომეტრს ფარავდნენ. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი 2017 წელს ყოველდღიურად საშუალოდ 186 კილომეტრს გადიოდა, ხოლო 2018 წელს – 178 კილომეტრს. სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი 2017 წელს ყოველდღიურად საშუალოდ – 161 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 185 კილომეტრს ფარავდა. მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით, გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილები 2017-2018 წლებში ყოველდღიურად საშუალოდ დაახლოებით 215 კილომეტრს ფარავდნენ.

IDFI-ის შეფასებით, 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მიერ საწვავის მოხმარების პრაქტიკა მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა - ე.წ. ჩიპი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]