weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთის მერმა ნეპოტიზმში მხილებული მოხელე გაათავისუფლა

16:08 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019
ფოტოზე მირიან ქათამაძე ფოტოზე მირიან ქათამაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე, რომელიც TV 25-მა ნეპოტიზმში ამხილა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მერის განცხადებით, ბლადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან მისი ურთიერთობისა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო მიიღო.

„გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული კონკრეტული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, ასეთი ურთიერთობა ჟურნალისტებთან და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხების მიმართ. მეორე ფაქტორი არის ის, რომ გაჩნდა კითხვა, რომ შრომითი ხელშეკრულებები შეიძლება დადებული იყოს ახლო ნათესაური დამოკიდებულების ნიშნით“, - განაცხადა ქობულეთის მერმა.

მისივე თქმით, სამსახურიდან წასვლის ინიციატივა სულიკო ბლადაძეს ეკუთვნის.

„მის მიერ იქნა შემოთავაზებული ინიციატივა, რომ დატოვებდა „სანდასუფთავების“ სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს მოსაზრება გუნდმა გაიზიარა და

მხარეთა შეთანხმებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სულიკო ბლადაძე დროებით იქნება გათავისუფლებული „სანდასუფთავების“ დირექტორის თანამდებობიდან.

შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს ორგანიზაციაში და მალე იქნება დასკვნა ამ და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის მერი გამორიცხავს, რომ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი ფიქტიურად იყოს დასაქმებული.

ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ არსებული ნეპოტიზმის შესახებ სიუჟეტი „ტვ 25“-ის ეთერში გუშინ გავიდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სულიკო ბლადაძეს 15-მდე თანამშრომელი, მათ შორის საკუთარი ძმა, ფიქტიურად ჰყავს დასაქმებული. გარდა ამისა, „სანდასუფთავებაში“ მუშაობს ბლადაძის ცოლისძმაც.

„რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?“, – უთხრა სულიკო ბლადაძემ „ტვ 25“-ის ჟურნალისტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]