weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხმა მივეცი ადამიანს, ვინც სასამართლოში იცავდა მოქალაქეებს – მარგველაშვილი

14:47 კვირა, 09 ივნისი 2019
არქივის ფოტო არქივის ფოტო

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიმდინარე პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ხმა მისცა. როგორც მან განაცხადა, არჩევანი იმ კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც „მოქალაქეების ინტერესებს სასამართლო დარბაზებში იცავდა“.

„მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იქნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავის აზრს, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ამ კანდიდატის წინააღმდეგ „ბინძური კამპანია“ მიმდინარეობდა.

„მე მაქვს იმედი, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც ერთერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იქნა ნაწარმოები. არ შეიძლება, საზოგადოებამ მოითმინოს, როცა იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არა, ჩვენ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას იმის განცდით, რომ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავის პოზიციას დააფიქსირებენ“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. „ქართული ოცნებიდან“ კენჭს ლადო კახაძე იყრის, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკიდან - შალვა შავგულიძე. პირველ ტურში, რომელიც 19 მაისს გაიმართა, კახაძემ ხმების 41% (6 036 ხმა) მიიღო, შავგულიძემ - 36.83% (5 422 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]