weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა

11:41 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017

ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. ის კახა კალაძეს შეცვლის, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატია. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ელოშვილი წარმატებული მინისტრი იქნება.

„ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა და ყველა პროექტში, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი. ასე რომ, მინისტრობის გამოცდილებაც აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს თავს. მას აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ილია ელოშვილი 2012 წლიდან მუშაობდა. 2011-2012 წლებში იყო ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტი Tetra Tech Inc-ის ხელმძღვანელის მოადგილე; 2010-2011წლებში კომპანია „ნიუ ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობას იკავებდა; 2008-2010 წლებში კი ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე ის „ვისოლ პეტროლიუმში“ სხვადახვა თანამდებობაზე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]