weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები ლადო კახაძემ 61.83%-ით მოიგო

10:16 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთაწმინდის N1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 31-ვე უბნის შედეგები დაითვალა. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი - ლადო კახაძე გახდა. მან ხმების 61.83 % (10 738 ხმა) მიიღო.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკის „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს, მას ხმების 38.17% (6 630 ხმა) აქვს მიღებული. შავგულიძის შეფასებით, არჩევნების მეორე ტური იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები.

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული 43 909 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 18 105-მა გააკეთა.

ლადო კახაძის პარლამენტში შესვლით „ქართულ ოცნებას“ 108 დეპუტატი ეყოლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]