weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანმა ოსეთმა“ გაიმარჯვა

11:45 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ გაიმარჯვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიულეტენების 95%-ია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, „ერთიან ოსეთს“ ხმა ამომრჩეველთა 34.96%-მა (7778 ხმა) მისცა.

ე.წ. პარლამენტში მოსახვედრად 7%-იანი ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა. მათ შორის კომუნისტური პარტიაც არის, რომელმაც ხმების 7.29% (1622 ხმა) მიიღო.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გარდა, სოხუმსა და მოსკოვშიც იყო გახსნილი, საარჩევნო სიებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა კი დაახლოებით 31 ათასს შეადგენდა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება.

განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც მის შედეგებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]