ივნისი 20, 2019
weather cur horoscope tv

„პატრიოტთა ალიანსი“ საზღვრის დელიმიტაციის კომისიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

13:19 სამშაბათი, 11 ივნისი 2019 hits 87

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამ საკითხზე მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ინაშვილის თქმით, უნდა გაანალიზდეს შეცდომები, რაც წლების განმავლობაში კომისიამ დაუშვა.

„ეს უბრალოდ შეცდომები არ არის. ჩადენილია დანაშაული. ამას ღიად გეუბნებით და გამოსაძიებელია სადემარკაციო კომისიის მუშაობა მთელი წლების განმავლობაში, რა რუკებით მუშაობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან, რამდენად მომგებიანი თუ საზიანო იყო ეს ქართული სახელმწიფოსთვის.

პირდაპირ მივმართავ პროკურატურას, სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი გამოძიება დაიწყოს და თუ ეს გამოძიება არ დაიწყება, პარალელურად დავაყენებთ საკითხს, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სადემარკაციო კომისიის საქმიანობას შეისწავლის.

ქართული მიწის დაცვას ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჰექტარ-ჰექტარ ხდება ქართული მიწის დათმობა, არა მარტო წინა ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, 15 ივნისს, 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება, რათა „საქართველოს ხელისუფლებამაც ნახოს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც გაიგოს, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას“.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ მუშაობა მიმდინარე წლის მაისში განაახლა, რასაც წინ უძღოდა აპრილში, აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის რამდენიმე დღით ჩაკეტვა. კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთებს ექსპერტები დაათვალიერებდნენ. შემდეგი სხდომა თბილისშია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]