weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიმართება

14:44 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 19-22 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება.

ასამბლეის თემა იქნება „პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში“. ღონისძიებაში დეპუტატები 23 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას.

„საქართველო მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მატარებელი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა გაერთიანებულია რამდენიმე საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, მათ შორის, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში. ჩვენი ყველას ერთად მცდელობით, ოპოზიციასაც არ უნდა დავუკარგოთ წვლილი, ვინაიდან ისინიც გვეხმარებოდნენ,, შევძელით, რომ 26-ე გენერალური ასამბლეა შედგება თბილისში, 19-22 ივნისს.

შეხვედრას გამოვიყენებთ ერთი მხრივ საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის; მეორე მხრივ საქართველოს, როგორც ქრისტიანული, როგორც ევროპული რელიგიის ერთ-ერთი მშობლის წარმოჩენისთვის; მესამე რელიგიური ტურიზმის გაზრდისთვის და მეოთხე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ სამყაროში იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენმა მტერმა რა ჩაიდინა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

საქართველოს პარლამენტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს. დელეგაციას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ადა მარშანია, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ზვიად ძიძიგური და მამუკა ჩიქოვანი არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]