„ჩვენ ამბიცია გვაქვს, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ. იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, მათთვისაც ჩვენი კარი ღიაა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვიმუშავებთ თბილისში, ძირითადად საორგანიზაციო სტრუქტურაზე.
ივლისის ბოლოს გავდივართ რეგიონებში და ვივლით სოფელ-სოფელ, კარდაკარ იმისთვის, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, ცვლილება არის აუცილებელი.
მარტო ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. ოქტომბრის ბოლოს, უკვე როდესაც წიწილების დათვლის სეზონი დადგება, გავმართავთ ფართომასშტაბიან ყრილობას და იქ გვექნება საუბარი ზუსტად იმ პასუხზე, რაც ადეკვატური იქნება ბიძინა ივანიშვილის ქცევაზე“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„გამარჯვებული საქართველოს“ წევრებს შორის არიან ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი.