weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად 100 000 ხელმოწერას შევაგროვებთ – რულოვსი

12:23 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

„მთელი ზაფხულის განმავლობაში ვივლით რეგიონებში და შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული იყოს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დღეს დაიწყეს. სანდრა რულოვსი პირველი იყო, ვინც პეტიციას მოაწერა ხელი.

„დღეს იწყება პეტიცია. გვინდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ამისთვის არ იყო ხმების საკმარისი რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ პარლამენტის დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი იმისა, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ ამ პეტიციით გვინდა დადასტურება, რომ ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს ამ თხოვნაში. ჩვენ მას ამაში დავეხმარებით“, – განაცხადა რულოვსმა.

საქართველოს პარლამენტმა „თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ დადგენილების პროექტი 29 მაისს ჩააგდო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ინიციატივას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის სამმა წევრმა მისცა. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]