weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

16:14 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ხაჩიძე, რომელიც მესამე მოადგილე იქნება, გუბერნატორმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

რა მიმართულებით იმუშავებს ზურა ხაჩიძე, უცნობია. სამხარეო ადმინისტრაციაში, „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.

ზურა ხაჩიძე, ბორჯომშია დაბადებული. 2016 წელს ის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იყრიდა კენჭს და „პატრიოტთა ალიანსიდან“ ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]