weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირება – პრეზიდენტი

15:09 შაბათი, 15 ივნისი 2019

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ყველა ადამიანის პრეზიდენტი მიუხედავად, მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე აქვს.

„არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გუშინ საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას „თბილისი პრაიდის“ ჩატარება, რომელიც 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ პრაიდის ორგანიზატორებმა 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „სად ხარ სახელმწიფოვ“ დაანონსეს, თუმცა ადგილზე მისულ აქტივისტებს და პოლიტიკოსებს იქ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დახვდნენ შეკრებილი. კონტრაქციაზე მივიდნენ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირებიც. ისინი „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერთა აქციის ჩაშლას შეეცადნენ - იმუქრებოდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც პრაიდის მხარდამჭერებს, ისე ჟურნალისტებს.

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქციაზე 28 ადამიანი დააკავეს. მათგან შვიდი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, 21 კი ხელწერილით წუხელვე გაათავისუფლეს.

„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები ხელისუფლების მხრიდან განცხადების გაკეთებას - ძალადობის დაგმობასა და მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღებას ითხოვდნენ, თუმცა ისინი ისე დაიშალნენ, არავინ გამოხმაურებიათ. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]