weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით სერგეენკომ შესაძლოა დღეს თანამდებობა დატოვოს

10:53 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას სავარაუდოდ დღეს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-დან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს 16 ივნისს, დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს, 14 ივნისს, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმაც“, რაც სამინისტროს პრესსამსახურში არ დაადასტურეს.

დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დავით სერგეენკო პოლიტიკოსების რეიტინგში ლიდერობს. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 40%-ს აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]