weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

14:18 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ქალბატონი ეკა არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მისი მენეჯერული თვისებები არის ძალიან მაღალი. დათოსთან, მისივე ინიციატივით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, დათოს რეკომენდაციას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როდესაც ჩვენ ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე. მინდა გითხრათ, რომ ის საკითხები, დავალებები და და რეფორმები, რომელიც ექნება ქალბატონ ეკას გასატარებელი, იქნება საკმაოდ რთული და ბევრ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, სერგეენკო მისი მრჩეველი იქნება.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მისი მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის“ დირექტორი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]