weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს

11:05 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან დეპუტატებს რუსულად მიმართავს.

გენერალური ასამბლეის სესიაში 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია გუშინ, 19 ივნისს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია) საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის დელეგაციის, მათ შორის სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რუსი დეპუტატი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. საინაუგურაციო სხდომა, გავრილოვის გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. საქართველოს პარლამენტი ასამბლეაში 2013 წელს გაწევრიანდა.

ამ თემაზე:

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ გავრილოვს პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღარ შეუშვებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]