weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე – მდინარაძე

12:54 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

საპარტალმეტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი, ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი წაიყვანდა.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისევე როგორც ჩემთვის, ასევე უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ვნახულობთ სურათს, სადაც გავრილოვი - რუსეთის დუმის დეპუტატი, მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად ის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ზის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში და ასე მიჰყავს სხდომა. ეს იყო შეუთანხმებელი. სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, როგორც პროტოკოლით იყო შეთანხმებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გაერკვევიან, რატომ მოხდა ისე, რომ სერგეი გავრილოვი სხდომის წამყვანის პოზიციაზე აღმოჩნდა.

„სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა აღარ გაგრძელდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. ასამბლეის სხდომა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.

აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს. როგორც მათ განაცხადეს, სესია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ რუსი დეპუტატები საქართველოს დატოვებდნენ. რუსი დეპუტატების პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს უმრავლესობის წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა და არჩილ თალაკვაძემაც.

პროტესტის შედეგად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]