weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაქარია ქუცნაშვილმა მოქალაქეს პლაკატი წარწერით „სირცხვილი მთავრობას“ დაუხია

13:35 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია, პარლამენტში მოქალაქეს საპროტესტო პლაკატი დაუხია.

პლაკატზე ეწერა „სირცხვილი მთავრობას“, რითიც მოქალაქეებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის დუმის დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია ჩაიშალა. 

სესია პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა გახსნა. მან ასამბლეის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს რუსულად მიმართა.

აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს. როგორც მათ განაცხადეს, სესია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ რუსი დეპუტატები საქართველოს დატოვებდნენ. თინა ბოკუჩავამ კი ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, სწორედ ქუცნაშვილი იყო საქართველოში სესიის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

პროტესტის შედეგად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]