weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას – ზაქარია ქუცნაშვილი

14:16 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

„მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა, ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტით, რომ რუსი დეპუტატი დაინახა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში და მე მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას“, – განაცხადა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია.

ქუცნაშვილის თქმით, „ალბათ, მას უფრო მეტი უნდა მოენდომებინა“ ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ დღევანდელი სხდომა, რომელიც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა რუს დეპუტატს არ წაეყვანა.

„რაც შეეხება სხდომის გამართვის ადგილს და ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივნმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება აქ იყო დაშვებული შეცდომა. ჩვენ ვთხოვდით საერთაშორისო სამდივნოს, რომ ეს სხდომა წაეყვანს ბერძენ გენერალურ მდივანს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციას თავისი წესები აქვს და შესაბამისად, ყველა საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი“, - განმარტა ქუცნაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია უნდა ჩატარებულიყო. ქართველ და უცხოელ დელეგატებს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე მიმართა. სწორედ ის უნდა გაძღოლოდა დღევანდელ სხდომას.

აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს. როგორც მათ განაცხადეს, სესია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ რუსი დეპუტატები საქართველოს დატოვებდნენ. თინა ბოკუჩავამ კი ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, სწორედ ქუცნაშვილი იყო საქართველოში სესიის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

პროტესტის შედეგად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]