„მე მივუვარდი გავრილოვს და ვუთხარი, რატომ მოხვედი, შენ ხომ აფხაზეთში ნამყოფი ხარ. აფხაზეთში კონფლიქტის მერე ნამყოფიც არ ვარო, ჩემი მშობლები თბილისში მყავს დასაფლავებული და საქართველო ჩემი სამშობლო არისო. ხომ ხედავთ, სად დაარტყეს შეგნებულად? გავრილოვი არის პროქართველი და ამიტომაც მოხვდა დღეს მას. რაც შეეხება აფხაზეთის აღიარებას, გავრილოვმა მითხრა, რომ მას ხელი არ აქვს მოწერილი და დამიდონ ერთი ფაქტიო. ამის მერე მეც დავმშვიდდი და მშვიდად ველაპარაკე.
ავუხსენი, რომ ის ადამიანები, ვინც პარლამენტში შემოვარდნენ, ეს შენი დახმარებით ხდება და ამას მოსკოვი აკეთებს.
ისიც ავუხსენი, იგორ გიორგაძის შექმნილი რომ არის სააკაშვილის ბანდა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, მოვუყევი, რა გააკეთეს კოდორის ხეობაში და ვერაფერი მიპასუხა, მისმენდნენ გაშეშებული“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, მისთვის მოსაწონი არ არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვა: „მაგრამ ვინც ეს დაგეგმა ერთი და იმავე კამანდაა – ესენია: ბიძინა ივანიშვილი, ბოკერია და სააკაშვილი“.