weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გავრილოვი პროქართველია და ამიტომაც მოხვდა დღეს – კვიციანი

16:50 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი პროქართველია. ამის შესახებ მან პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა.

„მე მივუვარდი გავრილოვს და ვუთხარი, რატომ მოხვედი, შენ ხომ აფხაზეთში ნამყოფი ხარ. აფხაზეთში კონფლიქტის მერე ნამყოფიც არ ვარო, ჩემი მშობლები თბილისში მყავს დასაფლავებული და საქართველო ჩემი სამშობლო არისო. ხომ ხედავთ, სად დაარტყეს შეგნებულად? გავრილოვი არის პროქართველი და ამიტომაც მოხვდა დღეს მას. რაც შეეხება აფხაზეთის აღიარებას, გავრილოვმა მითხრა,  რომ მას ხელი არ აქვს მოწერილი და დამიდონ ერთი ფაქტიო. ამის მერე მეც დავმშვიდდი და მშვიდად ველაპარაკე.

ავუხსენი, რომ ის ადამიანები, ვინც პარლამენტში შემოვარდნენ, ეს შენი დახმარებით ხდება და ამას მოსკოვი აკეთებს.

ისიც ავუხსენი, იგორ გიორგაძის შექმნილი რომ არის სააკაშვილის ბანდა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, მოვუყევი, რა გააკეთეს კოდორის ხეობაში და ვერაფერი მიპასუხა, მისმენდნენ გაშეშებული“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, მისთვის მოსაწონი არ არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვა: „მაგრამ ვინც ეს დაგეგმა ერთი და იმავე კამანდაა – ესენია: ბიძინა ივანიშვილი, ბოკერია და სააკაშვილი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]