weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ საზოგადოებას მოუბოდიშონ – ქართული ოცნება

18:10 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა. ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებაში და „ქართული ოცნების“ გუნდში სრული კონსენსუსია. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.

„საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის.

საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება.

ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად - განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის ინფორმაციით, რუსული დელეგაცია, რომელიც დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიაზე ჩამოვიდა, საქართველოს დატოვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]