ცოტ ხნის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თათბირი დაასრულეს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თუ კობახიძე, გახარია და გომელაური თანამდებობას არ დატოვებენ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დაიწყება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ნიკა მელიას თქმით კი, აქციის მონაწილეები პარლამენტში მშვიდობიანად შევლენ.
პარლამენტის შენობის წინ ხალხს რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი. ისინი აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.