weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ

22:00 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან, მომიტინგეები პარლამენტში მშვიდობიანად შევლენ.

პარლამენტთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეთა შეჩერებას ცდილობენ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]