„დაემორჩილონ პოლიცის მოთხოვნას, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმი“, – განაცხადა გახარიამ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია: „წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – განაცხადა შსს-მ.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.