weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმი – გახარია

22:31 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

„დაემორჩილონ პოლიცის მოთხოვნას, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმი“, – განაცხადა გახარიამ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია: „წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – განაცხადა შსს-მ.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]