weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სანამ ხალხი შემოვარდა პარლამენტში, დაწერეთ განცხადება – სამადაშვილი გახარიას

22:47 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტის შენობაშია, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერისკენ მოუწოდა.

სალომე სამადაშვილის თქმით, მას პარლამენტის შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დეპუტატის განმარტებით, ასეთი ბრძანების გაცემით, შს მინისტრმა კონსტუტუცია დაარღვია, რის გამოც თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს.

„ბატონო გიორგი, დაბრუნდით მოსკოვში. მიხედეთ თქვენს ბიზნესს. აღარ მოგიწევთ სირბილი აქეთ-იქით. აღარ მოგიწევთ ლონდონის გავლით მოსკოვში ჩასვლა, რომ თქვენი ბიზნესები მოაგვაროთ. წყნარად, მშვიდად მიხედეთ თქვენს საქმიანობას. კონსტიტუცია დაარღვიეთ და სანამ ახლა ხალხი შემოვარდა ამ პარლამენტში, დაწერეთ განცხადება, წადით. მთელი საქართველოა ქუჩაში გამოსული და გელოდებათ, რომ დაწეროთ განცხადება“, – მიმართა დეპუტატმა მინისტრს.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გადადგება როცა ეს საჭირო იქნება.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. ისინი ითხოვენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია: „წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – განაცხადა შსს-მ.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]