weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო – თინა ხიდაშელი

14:01 პარასკევი, 21 ივნისი 2019

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი 20-21 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ხიდაშელის შეფასებით, „გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო“.

„გაკვეთილები ოროსან, დამნაშავედ ქცეულ ხელისუფლებას:

1. როდესაც იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე აუცილებლად მარცხდებით და ხარ ფსკერი;

2. როდესაც იწყებ იმაზე დავას - უი, 7 ნოემბერს როგორ ადარებო, აუცილებლად მარცხდები და უფრო ფსკერზე ეშვები;

3. როდესაც მხოლოდ ის გაქვს სათქმელი - უი, რა სასაცილო იყო გუშინ უგულავა რეზინის ტყვიებზე შეშფოთდაო, კიდევ უფრო დიდი ფსკერი ხარ, მასთან დასატოლებლად არ მომხდარა 2012, მასზე უკეთესს ითხოვდა ხალხი;

4. 24 საათზე მეტი გავიდა შენი დახმარებით და ხელშეწყობოთ გავრილოვის მიერ საქართველოს თავზე გადავლიდან და ის ტიპი ვიზიტსაც რომ არ წყვეტს და ისევ შენი ქვეყნის მეორე პირია, უფსკრულში ხარ გადაჩეხილი;

5. ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც აზრი შერჩენილი აქვს, გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც „როდიონოვის ღამის“ დარად, ამ ღამეს „გავრილოვის ღამე“ დაერქმევა, რაც უფრო მეტად დაგიმძიმებთ სასჯელს;

6. დაბოლოს, ამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ, რომ ყველაფერს შინაარსი გამოაცალეთ და სიმბოლოების დონეზე დატოვეთ. ხოდა 8 ნოემბერს ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარი იყო და პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა.

7. გაფრთხილებდით, ეგ კაცი გადაგჩეხავთ-მეთქი და არ დაიჯერეთ. ჩვეულებრივი რუსი სალდაფონია. ხოდა გამოაცხადა რუსული სიდიადით დევნა და ძალადობა საკუთარ ხალხზე ამოცანად და დაგისვათ წერტილი;

8. იმასავით რიგგარეშე არჩევნები რომც იყოს შეიძლება მოიპარო, იყიდო - ესეც გვინახავს, მაგრამ პასუხისმგებლობას რომ ვერ გაექცევი, ეს მგონი უკვე უნდა გესწავლა, თუმცა რა ვიცი“, – წერს თინა ხიდაშელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]