„შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურა არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, – განაცხადა მდინარაძემ.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა, რასაც წინ უძღოდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პარლამენტში და რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა ირაკლი კობახიძის, ასევე, შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.