weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობა თალაკვაძეს დაუჭერს მხარს – მდინარაძე

17:34 პარასკევი, 21 ივნისი 2019
ფოტოზე არჩილ თალაკვაძე ფოტოზე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობის წევრები სწორედ თალაკვაძეს დაუჭერენ მხარს.

„შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურა არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა, რასაც წინ უძღოდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პარლამენტში და რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა ირაკლი კობახიძის, ასევე, შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]