weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

01:04 შაბათი, 22 ივნისი 2019

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

პუტინი ასევე ავალებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული ქმედებები უზრუნველყოს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ავიარეისების აკრძალვის შესახებ ბრძანება იძულებითი ზომაა, რათა „თბილისში განვითარებული ექსტრემისტული ქმედებების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]