„საქართველოში ვითარება ნორმაში უნდა ჩადგეს და გაქრეს ნებისმიერი საფრთხე, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ემუქება“, – განაცხადა პესკოვმა.
21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ზომების თაობაზე. შედეგად, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ეკრძალებათ სამოქალაქო და კომერციული ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, დროებით შეწყვიტონ საქართველოში ტურების გაყიდვა, მთავრობას კი დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების, ასევე მათი ბარგის, სამშობლოში დასაბრუნებლად.